საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2019-02-15 პრემიერ-მინისტრი მიუნხენში სერ ალან დანკანს შეხვდა

    დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობებზე, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების პოზიტიურ დინამიკაზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ევროპის და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დანკანმა ხანმოკლე შეხვედრაზე, რომელიც დღეს მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში შედგა.

  • 2019-02-15 ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერი საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს შთამბეჭდავად აფასებს

    ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერი, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს შთამბეჭდავად აფასებს, - ამის შესახებ დიდიე რეინდერსმა მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

  • 2019-02-15 მამუკა ბახტაძე პატრიკ შანაჰანს შეხვდა

    საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას გაესვა ხაზი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელ პატრიკ შანაჰანის შეხვედრაზე, რომელიც დღეს მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

  • 2019-02-15 სენატორები - შაჰინი და ჯონსონი საქართველოს პროგრესს დემოკრატიული რეფორმების, ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მაღალ შეფასებას აძლევენ

    საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით განვითარებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და აშშ-ის სენატში არსებულ ორპარტიულ მხარდაჭერაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა რონ ჯონსონმა და სენატორმა ჯინ შაჰინმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.