-
2018-07-16 შეხვედრა ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ მუჰამედკალი აბილგაზიევს შეხვდა, რომელიც საქართველოს OGP-ის სამიტის ფარგლებში სტუმრობს.
-
2018-07-16 მამუკა ბახტაძე - ის, რომ საქართველო ყოველთვის ღირსეულად უმკლავდება ძალიან მძიმე გამოწვევებს, ჩვენი გმირი ჯარისკაცების დამსახურებაა
ბევრი მკვლევარი სვამს კითხვას, რა არის პასუხი იმაზე, რომ ასეთმა მცირერიცხოვანმა ერმა შეინარჩუნა თავისი კულტურა და თვითმყოფადობა ამ საუკუნეების განმავლობაში და ყოველთვის ღირსეულად ლახავს ძალიან მძიმე გამოწვევებს; ამ შეკითხვაზე პასუხი ხართ თქვენ - ჩვენი გმირი ჯარისკაცები, რასაც ვუწოდებთ გაუტეხავ ქართულ სულს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" პრეზენტაციაზე შეკრებილ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს.
-
2018-07-16 პრემიერ-მინისტრის შეხვედრა კანადის ხაზინის საბჭოს პრეზიდენტთან
საქართველო-კანადას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები იყო მთავრობის მეთაურისა და კანადის ხაზინის საბჭოს პრეზიდენტის, სკოტ ბრისონის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი.
-
2018-07-16 პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.