-
2018-05-25 პრემიერმა ევროკომისიის პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისში ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი იმყოფება.
-
2018-05-25 პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, არმენ სარქისიანს შეხვდა.
-
2018-05-25 დალია გრიბაუსკაიტე გიორგი კვირიკაშვილს - ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ვართ თქვენთან და თქვენთვის, ნატოსა და ევროკავშირიში ინტეგრაციის გზაზე
საქართველო არის თანამედროვე, ძალიან სწრაფად განვითარებადი სახელმწიფო და ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ვართ თქვენთან და თქვენთვის, ნატოსა და ევროკავშირიში ინტეგრაციის გზაზე, - ამ სიტყვებით მიმართა ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2018-05-25 ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოების ისტორიული პროცესი იწყება
ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოების ისტორიული პროცესი იწყება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2018-05-25 პრემიერი - 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა უკვე ნიშნავს დღეიდან გაზრდილ ინვესტიციებს საქართველოს ზამთრის კურორტებზე
მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო 2023 წელს თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებას.
-
2018-05-25 ჭარბვალიანობის შემცირებასთან დაკავშირებული ცვლილებათა პაკეტი მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური და ფინანსური მდგრადობისთვის
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვითარების ის დინამიკა, რომელიც შექმნილია ჩვენს ქვეყანაში და გამოხატულია ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებში, იყოს მდგრადი და საქართველოს ჭარბვალიანობით გამოწვეული არანაირი რყევა არ დაემუქროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც ფინანსთა მინისტრმა ჭარბვალიანობის პრობლემის შემცირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა.
-
2018-05-25 პრემიერი სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე საქმეს - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გამოეხმაურა
არ შემიძლია არ გამოვეხმაურო სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე საქმეს - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ", რომელიც ეხება 2008 წლის აგვისტოსა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეებსა და ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით ჩადენილ მასობრივ დარღვევებს და დანაშაულებებს.
-
2018-05-25 გიორგი კვირიკაშვილი - ტოჩინოშინი გახდა ჩვენი ქვეყნის სახე არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ მისმა გამარჯვებამ ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია მსოფლიოს მასშტაბით
მინდა, ყველას მოგილოცოთ ტოჩინოშინის უდიდესი წარმატება, რაც ვფიქრობ, უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის იაპონიაში წარმოჩენისთვის.
-
2018-05-25 პრემიერ-მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი შეაფასა
აშშ-ში საქართველოს წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტის შედეგად, ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობები სხვადასხვა განზომილებით მდიდრდება; რეგიონში საქართველოს პოზიციიდან და აშშ-თან ჩვენი ურთიერთობების განსაკუთრებული ხასიათიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მნიშვნელობა იზრდება.
-
2018-05-25 გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო შეირჩა როგორც ქვეყანა, რომელმაც კონკრეტულ, მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ადამიანის უფლებათა განმტკიცების პროცესში და ამ მიმართულებით, განაგრძობს ძალისხმევას
სულ ცოტა ხნის წინ შედგა საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტი, რომელიც გახლავთ კიდევ ერთი დასტური - ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესისა.
-
2018-05-25 პრემიერ-მინისტრი - ხვალ ვზეიმობთ უდიდეს თარიღს, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენას ეძღვნება
1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტში არის შემდეგი სიტყვები - „ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა."
-
2018-05-25 საქართველო ლიტვის ავთენტურ დასახელებას - ლიეტუვას გამოიყენებს
საქართველო, დღემდე დამკვიდრებულ ლიტვასთან ერთად ქვეყნის ავთენტურ დასახელებას - ლიეტუვას (Lietuva) გამოიყენებს, - აღნიშნულ საკითხს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.
-
2018-05-25 2018 წლის 25 მაისის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 36 საკითხი განიხილა.
-
2018-05-25 პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა
პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, 24 მაისს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.