საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2018-03-13 შეხვედრა საქართველოში ADB-ის მუდმივ წარმომადგენელთან

    საქართველოს მთავრობა მიესალმება აზიის განვითარების ბანკთან (ADB) თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას და აფასებს მის მნიშვნელოვან მხარდაჭერას რეფორმების პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელთან, იეშიმ ელჰან-კაიალართან შეხვედრისას განაცხადა.