-
2017-03-14 საქართველოს მთავრობის განკარგულება N481
ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების განსახორციელებლად გამოსაყოფი თანხის განსაზღვრის თაობაზე
-
2017-03-14 პრემიერი გუდაურის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილზე 360-გრადუსიანი ხედის საკონფერენციო ცენტრის აშენების ინიციატივით გამოდის
გუდაურში, საბაგიროს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილზე 360-გრადუსიანი ხედის საკონფერენციო ცენტრი აშენდება, - აღნიშნული ინიციატივით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოვიდა.
-
2017-03-14 საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში
ჩვენ უნდა გავხადოთ მთის კურორტი ხელმისაწვდომი ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანისთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილი სკოლებში საგაზაფხულო არდადეგების შემოღების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მას პოზიტიური ნაბიჯი უწოდა.
-
2017-03-14 პრემიერმა ბათუმში განვითარებული მოვლენები შეაფასა
მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცავებს, რომელთა მოზომილი, გონივრული, შეწყობილი მოქმედებების შედეგადაც ჩვენ შევძელით ძალიან სერიოზული პროვოკაციის თავი აცილება და, მართლაც, ბეწვის ხიდზე გავიარეთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ შეეხო ბათუმში განვითარებული მოვლენებს და იგი სახელმწიფოს სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციად შეაფასა.
-
2017-03-14 შეხვედრა ესტონეთის ელჩთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში, კაი კაარელსონს შეხვდა.
-
2017-03-14 დისკუსია მრგვალი მაგიდის გარშემო
ნიუ-იორკში გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 61-ე სესია გაიხსნა, რომლის მთავარი თემაა - „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება შრომის ცვალებად სამყაროში."