საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-10-19 2016 წლის 19 ოქტომბრის მთავრობის სხდომა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 23 საკითხი განიხილა.

  • 2016-10-19 გურჯაანი-ბაკურციხის 15.5 კმ-იანი შემოვლითი გზის მშენებლობა იგეგმება

    მინისტრთა კაბინეტი გურჯაანი-ბაკურციხის 15.5 კმ-იანი შემოვლითი გზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტს განიხილავს.

  • 2016-10-19 პრემიერის განცხადება საკონსტიტუციო უმრავლესობაზე

    ჩვენ სწორედაც იმიტომ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ამომრჩევლის წინაშე დანაპირები შევასრულოთ და ის ძალიან დინამიური და ამბიციური განვითარების გეგმა, რომლის განხორციელებაც აქტიურად დავიწყეთ, ბოლომდე მივიყვანოთ, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

  • 2016-10-19 პრემიერ-მინისტრმა „რთველი 2016“ შეაჯამა

    კახეთის რეგიონში ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღო 178-მა კომპანიამ; გადამუშავდა 100 ათას ტონაზე მეტი ყურძენი და კახეთის მოსახლეობის შემოსავალმა 97 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, - „რთველი 2016" საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შეაჯამა.

  • 2016-10-19 პრემიერ–მინისტრის მილოცვა

    8 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტოდ თავისუფალი, გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები და ყველას ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას! - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.