საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-09-29 პრემიერმა ჩინეთს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

    ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები რეკორდულად მოკლე დროში - 7 თვეში დასრულდა და ჩვენ მზად ვართ უახლოეს დროში ამ შეთანხმების ხელმოწერისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 67-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.

  • 2016-09-29 ნატოს გენერალური მდივნის წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს

    ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს.

  • 2016-09-29 გლდანში ახალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა

    გლდანში 40 000 კვ.მეტრის ფართობზე განთავსებული, სამსართულიანი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა. მასშტაბური სავაჭრო ცენტრის - "სითი მოლი გლდანის" გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო

  • 2016-09-29 პრემიერ-მინისტრის კომენტარი

    თუკი ვინმე დაინტერესებულია, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად და გამჭვირვალედ, ეს არის პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

  • 2016-09-29 რაგბის გადამზადების ახალი ცენტრის გახსნა

    „ფონდი ქართუს რაგბის პროგრამის” ფარგლებში, მარტყოფში რაგბის გადამზადების ცენტრი გაიხსნა - ქვეყნის მასშტაბით რაგბის მეთექვსმეტე ობიექტის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. 

  • 2016-09-29 სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი აშენდება

    სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი აშენდება. ინვესტორი ქართულ-ირანული კომპანია GEOPARS-ია, რომელსაც პროექტის განსახორციელებლად, შესაბამისი საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ, სოფელ სუფსაში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გადაეცა.

  • 2016-09-29 შეხვედრა UEFA-ს ახალ პრეზიდენტთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) ახალ პრეზიდენტთან, ალექსანდერ ჩეფერინთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

  • 2016-09-29 ბაკურიანში ოლიმპიური სტანდარტების ბიატლონის ტრასის დაპროექტება იწყება

    ბაკურიანში, ოლიმპიური სტანდარტების მქონე ბიატლონის ტრასის მოსაწყობად, ცნობილ ფრანგულ კომპანია „აბესტთან" (ABEST) ერთად, საპროექტო სამუშაოები იწყება, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პროექტირებისთვის 796 500 ლარი გამოიყოფა.

  • 2016-09-29 განათლების სისტემის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო

    მინდა მოვუწოდო ყველა ახალგაზრდას, ვინც პროფესიის არჩევაზე ფიქრობს, ყურადღება მიაქციოს პროფესიული განათლების ახალ, სრულიად განსხვავებულ შესაძლებლობებს და გაითვალისწინოს ის, რომ ეს არის პირდაპირი გზა დასაქმებისკენ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე. 

  • 2016-09-29 ფონიჭალაში ახალი საწარმო აშენდება

    სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, კიდევ ერთი საწარმოს შექმნას ეყრება საფუძველი.

  • 2016-09-29 საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში, კიდევ 43 დევნილ ოჯახს გადაეცემა

    საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში, უსასყიდლოდ, კიდევ 43 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

  • 2016-09-29 საქართველოში მსხვილი საინვესტიციო ფონდები შემოდიან

    დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განიხილება „საპარტნიორო ფონდის„ მიერ გასაფორმებელი მნიშვნელოვანი შეთანხმებები, რომელთა საფუძველზეც საქართველოში ძალიან მსხვილი საინვესტიციო ფონდები შემოდიან.

  • 2016-09-29 ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება იწყება

    ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება იწყება, - საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" შორის გასაფორმებელი საინვესტიციო ხელშეკრულებას, მინისტრთა კაბინეტი დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს, რის შემდეგაც, დოკუმენტს ხელი მოეწერება.

  • 2016-09-29 პრემიერ–მინისტრის მილოცვა

    ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემა ნამდვილად ისტორიული მოვლენაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

  • 2016-09-29 პრემიერი ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას მიესალმება

    მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ განხორციელებული 2016-2017 წლების „გლობალური კონკურენტუნარიანობის კვლევის" შედეგებით, საქართველოს კონკურენტუნარიანობის ინდექსი, წინა წელთან შედარებით, გაუმჯობესებულია 7 პოზიციით და, საქართველო, 138 ქვეყანას შორის, 59-ე ადგილზეა, - პროგრესს ინდექსში, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას ყველაზე კომპლექსურად ასახავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიესალმება.