საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-02-22 პრემიერ-მინისტრი ჩეხეთში სასწავლებლად მყოფ ქართველ სტუდენტებს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩეხეთში სასწავლებლად მყოფ ქართველ სტუდენტებს შეხვდა. ახალგაზრდები ბაკალავრისა და სამაგისტრო პროგრამების სხვადასხვა პროფესიებს ჩეხეთის აგრარულ უნივერსიტეტში, ჩეხეთის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში, ჩარლზის უნივერსიტეტში, ანგლო-ამერიკულ უნივერსიტეტში და პრაღის უმაღლეს ეკონომიკურ სკოლაში ეუფლებიან.

  • 2016-02-22 პრემიერ-მინისტრი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

    ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს მილოშ ზემანს შეხვდა. 

  • 2016-02-22 ოფიციალური სადილი

    ჩეხეთ-საქართველოს შორის არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებზე საუბარი ოფიციალურ სადილზე გაგრძელდა. ოფიციალური სადილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად ჰრზანის სასახლეში ჩეხეთის მთავრობის მეთაურის სახელით გაიმართა. 

  • 2016-02-22 ერთობლივი პრესკონფერენცია

    ჩეხეთი მხარს უჭერს თქვენი ქვეყნის სწრაფვას ევროკავშირსა და ნატოში და მზად არის, ამ მიმართულებით, საქართველოს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.

  • 2016-02-22 გაფართოებული შეხვედრა

    მთავრობის მეთაურების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები დელეგაციებს შორის გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.

  • 2016-02-22 საქართველოსა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა

    საქართველო-ჩეხეთს შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე იმსჯელეს პირისპირ შეხვედრის დროს საქართველოსა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებმა.

  • 2016-02-22 დახვედრის ოფიციალური ცერემონია

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ორ დღიანი ოფიციალურივიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში დაიწყო.  მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრისოფიციალური ცერემონიალი გაიმართა.