საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება N235

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება N235
02 აგვისტო, 2006

 

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ზოგიერთი თანამდებობის პირის დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრების შესახებ

1. ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ" ქვეპუნქტის შესაბამისად:
ა) უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრდეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინის­ტრის მოადგილე;
ბ) უფროსი დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრდნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტუ­რებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდი­ნაციის სამსახურის უფროსი, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის სამსახურის უფროსი, ევრო-კავშირის პროგრამების კოორდინაციის სამსახურის უფროსი, საქარ­თველოს სახელ­მწიფო მინისტრის თანაშემწე;
გ) უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრდნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტუ­რებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდი­ნაციის სამსახურის უფროსის მოადგილე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის სამსახურის უფროსის მოადგილე, ევროკავშირის პროგრამების კოორდინაციის სამსა­ხურის უფროსის მოადგილე.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზურაბ ნოღაიდელი