საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება N237

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება N237
23 აგვისტო, 2006

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის რესპუბლიკებში ოფიციალური ვიზიტის შესახებ

1. დამტკიცდეს 2006 წლის 4-8 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის რესპუბლიკებში ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს სამთავრობო დელეგაციის (შემდგომში - დელეგაცია) თანდართული შემადგენლობა.
2. დელეგაციის წევრთა მივლინების ხარჯები აანაზღაურონ შესაბამისმა უწყებებმა.
3. საქართველოს მთავრობის კანცელარიის საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტმა (ნ. ქევხიშვილი) აანაზღაუროს:
ა) სპეცრეისის ხარჯები (თბილისი-ვილნიუსი-რიგა-ტალინი-თბილისი);
ბ) საჩუქრებისა და ვიზიტთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ხარჯები.

ზურაბ ნოღაიდელი


დამტკიცებულია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის
2006 წლის 23 აგვისტოს
N237 ბრძანებით

2006 წლის 4-8 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის რესპუბლიკებში ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობა

ზურაბ ნოღაიდელი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ჩოგოვაძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
კოტე გაბაშვილი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
ვალერი ჩეჩელაშვილი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
მამუკა კუდავა - საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
დავით აფციაური - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიტვა, ლატვიასა და ესტონეთში
ავთანდილ ფავლენიშვილი - საქართველოს მთავრობის კანცელარიის საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი
გიორგი ზურაბაშვილი - საქართველოს მთავრობის კანცელარიის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი
გოჩა ლორთქიფანიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში
ზვიად ხარებავა - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში
ვასილ მანაგაძე - ,,სამტრესტის" გენერალური დირექტორი
მერაბ ლომინაძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი
საბა კიკნაძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე
დავით კაკულია - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირადი ფოტოგრაფი.

დაცვა:

იგორ ზუმბაძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაცვის უფროსი
ნიკოლოზ სეფისკვერაძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაცვის ოფიცერი

ჟურნალისტები:

ნატო მახვილაძე - ტელეკომპანია ,,რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი
ზურა მანაგაძე - ტელეკომპანია ,,რუსვთავი 2"-ის ოპერატორი
ქეთი ბოჯგუა - საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი
ნოე კაპანაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი
ნინო მამალაძე - ტელეკომპანია ,,იმედის" ჟურნალისტი
ვლადიმერ გოგიჩაიშვილი - ტელეკომპანია ,,იმედის" ოპერატორი.