საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება N257

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება N257
11 ოქტომბერი, 2006

 

საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის ხელმოწერილი ,,დაფინანსების ხელშეკრულებით" გათვალისწინებული ,,ფრინველის გრიპის კონტროლის, პანდემიისათვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების პროექტის" განმახორციელებელი ჯგუფის (გუნდი) შექმნის შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლე­­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანო­ნის 29-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის ხელმო­წერილი ,,დაფინანსების ხელშეკრულებით" გათვალის­წი­ნებული ,,ფრინველის გრიპის კონტროლის, პანდემიისათვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების პროექტის" მე-2 თავის პირველი ნაწილის შესაბამისად შეიქმნას პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი (გუნდი) შემდეგი შემადგენლობით:

ზვიად ხარებავა - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩე­ველი, ჯგუფის ხელმძღვანელი

დიმიტრი გვინდაძე
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოად­გილე

ლევან რამიშვილი
- საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი

ლევან ჯუღელი
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელო­ბისა და სოციალური დაცვის მინის­ტრის მოადგილე

ლევან ჯღარკავა
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებუ­ლე­ბის - საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონ­ტროლის ორგანიზაციის სამმართვე­ლოს უფროსი.


ზურაბ ნოღაიდელი