საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება N271

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება N271
07 ნოემბერი, 2006

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ქ. ბრიუსელში ვიზიტის შესახებ

1. დამტკიცდეს 2006 წლის 12-13 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ქ. ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს სამთავრობო დელეგა­ციის (შემდგომში - დელეგაცია) თანდართული შემადგენლო­ბა.
2. დელეგაციის წევრთა მივლინების ხარჯები აანაზღა­ურონ შესაბამისმა უწყებებმა.
3. საქართველოს მთავრობის კანცელარიის საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტმა (ნ. ქევხიშვილი) აანაზღაუროს:
ა) დენიელ კუნინის მივლინების ხარჯები;
ბ) საჩუქრებისა და ვიზიტთან დაკავშირებული გაუთვა­ლის­წინებელი ხარჯები.

ზურაბ ნოღაიდელი

დამტკიცებულია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის
2006 წლის 7 ნოემბრის
N 271 ბრძანებით


 

2006 წლის 12-13 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ქ. ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობა

ზურაბ ნოღაიდელი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი
დენიელ კუნინი - საქართველოს მთავრობის სპეციალური მრჩეველი
გიორგი ზურაბაშვილი - საქართველოს მთავრობის კანცელარიის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი
გოჩა ლორთქიფანიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი
ზვიად ხარებავა - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი
გიორგი ჩიკვაიძე - საქართველოს მთავრობის კანცელარიის საინფორმაციო უზრუნველყო­ფის დეპარტამენტის პრესასთან ურ­თი­­ერთობის განყოფილების უფროსი
დავით კაკულია - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირადი ფოტოგრაფი.

დაცვა:



გიორგი ღულეთავა - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პი­რა­დი დაცვის უფროსი
რამაზ გიგლემიანი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პი­რადი დაცვის ოფიცერი.