საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება N298

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად ქ. სტამბულში ვიზიტის შესახებ

1. დამტკიცდეს 2006 წლის 23 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის მსოფლიო ეკონო­მიკურ ფორუმზე დასასწრებად ქ. სტამბულში ვიზიტთან და­კავშირებით საქართველოს სამთავრობო დელეგაციის თანდარ­თული შემადგენლობა.

2. დელეგაციის წევრთა მივლინების ხარჯები აანაზღაუ­რონ შესაბამისმა უწყებებმა.

3. საქართველოს მთავრობის კანცელარიის საფინანსო-სა­მეურნეო დეპარტამენტმა (ნ. ქევხიშვილი) აანაზღაუროს სა­ჩუქ­რებისა და ვიზიტთან დაკავშირებული გაუთვალისწინებე­ლი ხარ­ჯები.

ზურაბ ნოღაიდელი


დამტკიცებულია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის
2006 წლის 298 ნოემბრის
N17 ბრძანებით

 

2006 წლის 23 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად ქ. სტამბულში ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობა


ზურაბ ნოღაიდელი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ნიკოლოზ გილაური - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

გეგა მგალობლიშვილი - საქართველოს საგანგებო და სრულუფ­ლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში

გოჩა ლორთქიფანიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩე­ველი

ზვიად ხარებავა - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩე­ველი

გიორგი ზურაბაშვილი - საქართველოს მთავრობის კანცელარი­ის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი

გიორგი ჩიკვაიძე - საქართველოს მთავრობის კანცელარიის საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამენტის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი

გიორგი ჭელიძე - თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს I მდივანი

დავით კაკულია - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირა­დი ფოტო­გრაფი.



დაცვა:


გიორგი ღულათავა - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირადი დაცვის უფროსი

კახაბერ შაველაშვილი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირადი დაცვის ოფიცერი.



ჟურნალისტები:


ირინა ხიზანიშვილი - ტელეკომპანია ,,იმედის" ჟურნალისტი

არჩილ წიქარიშვილი - ტელეკომპანია ,,იმედის" ოპერატორი

ეკა გაგუა - ტელეკომპანია ,,რუსთავი-2"-ის ჟურნა­ლისტი

ნიკოლოზ ლეჟავა - ტელეკომპანია ,,რუსთავი-2"-ის ოპერა­ტორი

ლელა წიკლაური - ტელეკომპანია ,,მზის" ჟურნალისტი

ოთარ ჯორჯიაშვილი - ტელეკომპანია ,,მზის" ოპერატორი