საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2007 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №317

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ გურგენიძის დიდ ბრიტანეთსა და ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტების შესახებ

1. დამტკიცდეს 2007 წლის 3-4 დეკემბერს ქ. ლონდონში, 4-6 დე­კემბერს ქ. ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ გურგენიძის სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებით სა­ქარ­თველოს სამთავრობო დელეგაციის (შემდგომში - დელე­გაცია) თანდართული შემადგენლობა.

2. დელეგაციის წევრთა მივლინების ხარჯები აანაზღაურონ შესაბამისმა უწყებებმა.

3. საქართველოს მთავრობის კანცელარიის საფინანსო-სამე­ურნეო დეპარტამენტმა (ნ. ქევხიშვილი) აანაზღაუროს:
ა) სამთავრობო სპეციალური რეისის ხარჯები (თბილისი-ლონდონი-ბრიუსელი-თბილისი);
ბ) საჩუქრებისა და ვიზიტთან დაკავშირებული გაუთვალის­წინებელი ხარჯები;
გ) საქართველოს მთავრობის სპეციალური მრჩევლის დენიელ კუნინის მივლინების ხარჯები.

ვლადიმერ გურგენიძე

დამტკიცებულია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის
2007 წლის 26 ნოემბრის
N317 ბრძანებით

2007 წლის 3-4 დეკემბერს ქ. ლონდონში, 4-6 დეკემბერს ქ. ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ გურგენიძის სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებითსაქარ­­თველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობა:


*ვლადიმერ გურგენიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი

**გიორგი მანჯგალაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

სალომე სამადაშვილი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოში

**თამარ კოვზირიძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგი­ლე

**დენიელ კუნინი - საქართველოს მთავრობის სპე­ცი­ალური მრჩეველი

**ზურაბ ერისთავი - საქართველოს პრემიერ-მინის­ტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში

**გიორგი ყაველაშვილი - საქართველოს პრემიერ-მინის­ტრის მრჩეველი ეკონომიკური გა­ნ­ვითარების საკითხებში

*გიორგი ზურაბაშვილი - საქართველოს მთავრობის კანცელარიის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი

**ავთანდილ ფავლენიშვილი - საქართველოს მთავრობის კანცელარიის საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფ­როსი

**დავით კაკულია - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირადი ფოტოგრაფი.


დაცვა:


*დავით ქოჩლაძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირადი დაცვის ოფიცერი.


ჟურნალისტები:


**ნათია ბანძელაძე - ტელეკომპანია ,,რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი

**ალექსანდრე პაპინაშვილი - ტელეკომპანია ,,რუსთავი 2"-ის ოპერატორი

**ნათია კობერიძე - ,,საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტი

**გიორგი ქასრაშვილი - ,,საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორი.




* მიემგზავრებიან ა.წ. 3-4 დეკემბერს ქ. ლონ­დონში, ხოლო 4-6 დეკემბერს ქ. ბრიუსელში
** მიემგზავრებიან ა.წ. 4-6 დეკემბერს ქ. ბრიუსელში