საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2008 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №404

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

1. ბოლო წლებში შექმნილმა ზოგიერთმა სათათბირო ორგანომ შეასრულა დაკისრებული ამოცანები, ან ამოწურა უფლებამოსილების ვადა. ადგილი აქვს კომისიათა ფუნქციების დუბლირებასაც. შეიქმნა ახალი სათათბირო ორგანოები, რომელთაც შეითავსეს წინამორბედთა ძირითადი ფუნქციები. ამასთან, აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებული ინსტიტუციური ცვლილებების შედეგად ცალკეული სათათბირო ორგანოების უფლებამოსილებები გადავიდა შესაბამის სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციაში, რაც აზრს უკარგავს ამ სათათბირო ორგანოთა არსებობა-ფუნქციონირებას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სათათბირო ორგანოების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების, ოპტიმიზაციისა და გამსხვილების ფარგლებში ზოგიერთი სათათბირო ორგანოს გაუქმებისა და მათი ფუნქციების სხვა სათათბირო ორგანოებისათვის გადაცემის მიზნით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) "ფოთის ნავსადგურის შემოსასვლელი არხის დასილვის პროცესებისა და სანაპირო ზოლის წინსვლის შემცირების გადაუდებელ ღონისძიებათა გამო უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2004 წლის 10 სექტემბრის N695 ბრძანება;
ბ) "მესტიის რაიონში სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციოდ სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2004 წლის 22 ივლისის N643 ბრძანება;
გ) "ქ. თბილისში, სასტუმრო "ივერიაში" განთავსებული დევნილი მოსახლეობის გაყვანის საკითხების შესასწავლად კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2004 წლის 6 აგვისტოს N657 ბრძანება;
დ) "ქ. თბილისის სასტუმრო "აჭარაში" განთავსებული დევნილი მოსახლეობის გაყვანის საკითხთა შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2004 წლის 19 ოქტომბრის N718 ბრძანება;
ე) "ბათუმი-ქობულეთის გზის მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2004 წლის 27 დეკემბრის N795 ბრძანება;
ვ) "საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2004 წლის 2 ივლისის ¹621 ბრძანება;
ზ) "თიანეთის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, თელავის, ახმეტის, სიღნაღის, გურჯაანის, ყვარლისა და საგარეჯოს რაიონებში წყალდიდობით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2004 წლის 22 ივნისის N607 ბრძანება;
თ) "საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 27 მარტის N159 დადგენილებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ასპექტების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის 16 ივნისის N198 ბრძანება;
ი) "საქართველოს რეგიონებში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2005 წლის 3 მაისის N166 ბრძანება;
კ) "ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის გადაწყვეტის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2005 წლის 6 აპრილის N147 ბრძანება;
ლ) "ქართულ-ოსური შერეული საკონტროლო კომისიის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის საქართველოს მხარის შემადგენლობის შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის 5 მაისის N125 ბრძანება;
მ) "საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი შეთანხმებით გასაცვლელ ობიექტთა პარიტეტულობის დამდგენი კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის შექმნის შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2004 წლის 25 ივნისის 613 ბრძანება;
ნ) "საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის, ამ ტიპის სხვა მაკონტროლებელ უწყებათა სტრუქტურული რეფორმების განსახორციელებლად კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2004 წლის 12 ივნისის N594 ბრძანება;
ო) "ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის გამზირის N79-ში მდებარე შენობის მესაკუთრის დასადგენად სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2004 წლის 10 ივლისის N625 ბრძანება;
პ) "სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების უზრუნველსაყოფად სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის 24 იანვრის N9 ბრძანება;
ჟ) "თ. ნადარეიშვილის დამკრძალავი კომისიის შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2004 წლის 1 სექტემბრის N677 ბრძანება;
რ) "ო. ქორქიას დამკრძალავი კომისიის შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2005 წლის 16 მარტის N127 ბრძანება.

2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი