საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2008 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №387

ნ. გილაურისა და პ. პეტრიაშვილის საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის თაობაზე

1. "საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტზე "საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური, ხოლო საკომიტეტო სხდომებზე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი.

გრიგოლ მგალობლიშვილი