• 17 ივნისი 2017
    პრემიერი - ადამიანების განწყობა და ერთმანეთის სიყვარული ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს

    იმერეთი ნამდვილად არის საქართველოს განსაკუთრებული რეგიონი, განსაკუთრებული შესაძლებლობებით და ჩვენი მოვალეობაა, ყველა ეს შესაძლებლობა სათანადოდ ავითვისოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფელ ზედა სიმონეთში, დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში სახალხო ზეიმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • 16 ივნისი 2017
    პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

    მწუხარებას გამოვთქვამ გერმანელი პოლიტიკური მოღვაწის, გერმანიის ყოფილი კანცლერის ჰელმუტ კოლის გარდაცვალების გამო.

  • 15 ივნისი 2017
    საზეიმო მიღება დიდი ბრიტანეთის საელჩოში

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო, რომელიც დიდი ბრიტანეთის საელჩოში გაიმართა. 

  • 14 ივნისი 2017
    მცხეთის კულტურის ცენტრის გახსნის ცერემონია

    მცხეთაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე კულტურის ცენტრი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. 

  • 14 ივნისი 2017
    ახალი სამედიცინო ცენტრი მცხეთაში

    საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მცხეთაში ახალი 100-საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკა - „წმინდა მეფე მირიან და დედოფალ ნანას სახელობის მცხეთის სამედიცინო ცენტრი" ამოქმედდა. 

  • 14 ივნისი 2017
    ახალი საბავშვო ბაღი მცხეთაში

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქალაქ მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში მდებარე ახალ საბავშვო ბაღს ესტუმრა და 60 ბავშვზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება დაათვალიერა.

  • 14 ივნისი 2017
    პრემიერმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

    13 ივნისი, რა თქმა უნდა, დიდი ტკივილის დღეა, მაგრამ ამავე დროს - დიდი სიმამაცის და გმირობის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 13 ივნისის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალთან განაცხადა.

  • 13 ივნისი 2017
    პრემიერ-მინისტრის განცხადება

    2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისს თავს დაატყდა სტიქია, რომელსაც ტრაგიკული შედეგები მოჰყვა - სტიქიურმა უბედურებამ ჩვენი 21 მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა, უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი, ასეულობით კი დაზარალდა. კიდევ ერთხელ პატივს მივაგებ დაღუპულთა ხსოვნას და თანავუგრძნობ მათ ოჯახებს. 

  • 13 ივნისი 2017
    სამუშაო ვახშამი მადლენ ოლბრაიტთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის თავმჯდომარეს, მადლენ ოლბრაიტს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა.

  • 13 ივნისი 2017
    საქართველო-არგენტინა - 26:25

    თქვენ ხართ ქართული რაგბის მომავალი და გვეამაყებით, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებს, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში, არგენტინა ანგარიშით 26:25 დაამარცხა.

<<  1 2 3 4 5   >>