საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები
  • 07 დეკემბერი 2016
    შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციასთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის, საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.

  • 07 დეკემბერი 2016
    პრემიერმა აკადემიკოს ფრიდონ თოდუას კლინიკა დაათვალიერა

    საქართველოში, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უახლესი თაობის რადიოქირურგიული სისტემა EDGE-ით იქნება შესაძლებელი, რაც სამიზნე უბნის მაღალი სიზუსტით დასხივებისა და გამოჯანმრთელების დიდ შესაძლებლობას იძლევა.

  • 06 დეკემბერი 2016
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება

    მსურს გამოვეხმაურო დღეს გაჟღერებულ სრულიად დაუსაბუთებელ და აბსურდულ ბრალდებას, თითქოს მთავრობას არა აქვს ერთიანი პოზიცია წარმოდგენილ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. 

  • 06 დეკემბერი 2016
    შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილესთან

    საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადადის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის, მაიკლ კარპენტერის შეხვედრაზე აღინიშნა.

  • 02 დეკემბერი 2016
    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია იენს სტოლტენბერგი, ნატო-ს გენერალური მდივანი: "ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო გიორგი, ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა კიდევ ერთხელ მოგესალმოთ ნატო-ს სათავო ოფისში.

  • 02 დეკემბერი 2016
    შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და ალიანსთან საქართველოს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

  • 02 დეკემბერი 2016
    ერთობლივი პრესკონფერენცია

    საქართველო-ევროკავშირის ასოცირების სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

  • 02 დეკემბერი 2016
    საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომა

    საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური თემები, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, მთავრობის ახალი შემადგენლობის სამომავლო გეგმები განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომაზე, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი უძღვებოდა.

  • 02 დეკემბერი 2016
    შეხვედრა ფედერიკა მოგერინისთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირისპირ შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ფედერიკა მოგერინისთან.

  • 01 დეკემბერი 2016
    შეხვედრა ჯანი პიტელასთან

    ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების ალიანსის ჯგუფის ხელმძღვანელს, ჯანი პიტელას შეხვდა. 

<<  6 7 8 9 10   >>