საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები
  • 27 ნოემბერი 2014
    პრემიერ-მინისტრი საპატრულო პოლიციის მუშაობის ამსახველ გამოფენაზე

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური გამოფენა დაათვალიერა, რომელზეც წარმოდგენილი იყო საპატრულო პოლიციის ყოველდღიური მუშაობის ამსახველი ფოტომასალა და ვიდეორგოლები.

  • 27 ნოემბერი 2014
    პრემიერ-მინისტრი საპატრულო პოლიციის იუბილეზე

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, დეპარტამენტის დაარსების 10 წლისთავი მიულოცა.

  • 26 ნოემბერი 2014
    პრემიერ-მინისტრი საქართველო-ლატვიის ბიზნესფორუმზე

    ჩვენი მთავრობა მზად არის, შემოგთავაზოთ მაქსიმალურად კომფორტული პირობები საქართველოში თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ლატვიის ბიზნესფორუმის მონაწილეებს.

  • 26 ნოემბერი 2014
    სამუშაო სადილი ლატვიის პრეზიდენტთან

    ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ლატვიის პრეზიდენტ ანდრის ბერზინშის შეხვედრის ძირითადი თემები.

  • 25 ნოემბერი 2014
    პრემიერ-მინისტრი ინვესტორებსა და ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

    დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსხვილ ინვესტორებსა და ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

  • 25 ნოემბერი 2014
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

  • 24 ნოემბერი 2014
    პრემიერ-მინისტრი Moody-ს პრეზიდენტს შეხვდა

    დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სარეიტინგო კომპანია Moody-ს პრეზიდენტს მაიკლ მადელეინს შეხვდა.

  • 24 ნოემბერი 2014
    შეხვედრა Standard and Poor’s-თან

    საქართველოში არსებული ბიზნესგარემო, უკვე განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები იყო საუბრის მთავარი თემა საქართველოს დელეგაციასა და საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Standard and Poor's" ხელმძღვანელობას შორის.

  • 24 ნოემბერი 2014
    პრემიერ-მინისტრის კომენტარი

    ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთმა ამგვარი ქმედებით უპასუხა ჩვენს კონსტრუქციულ პოლიტიკას, - ასე გამოეხმაურა დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის ე.წ ხელშეკრულების გაფორმებას.

  • 24 ნოემბერი 2014
    პრემიერ-მინისტრი Fitch Ratings-ის პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსთან, Fitch Ratings-ის პრეზიდენტთან პოლ ტეილორთან შეხვედრით დაიწყო.

<<  6 7 8 9 10   >>