საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები
  • 05 დეკემბერი 2014
    სამუშაო შეხვედრა ლარის კურსთან დაკავშირებით

    ლარის კურსთან დაკავშირებით სწორი და ეფექტური პოლიტიკის გასატარებლად, საქართველოს მთავრობა სრულ კოორდინაციაშია ეროვნულ ბანკთან და რეგულარულად მართავს სამუშაო შეხვედრებს.

  • 05 დეკემბერი 2014
    შეხვედრა PACE-ს დელეგაციასთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელს, ბორის სილევიჩს შეხვდა.

  • 04 დეკემბერი 2014
    სამუშაო სადილი ჯეიმს აპატურაისთან

    საქართველოს მთავრობა ძალიან აფასებს ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებას რუსეთსა და აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის" ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილესთან პოლიტიკურ საკითხებში, ჯეიმს აპატურაისთან სამუშაო სადილზე განაცხადა.

  • 03 დეკემბერი 2014
    პრემიერ-მინისტრის განცხადება

    შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით.

  • 03 დეკემბერი 2014
    გამოსამშვიდობებელი შეხვედრა EUMM-ის ხელმძღვანელთან

    საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობის მნიშვნელობა და დამკვირვებლების როლი რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელის, ტოივო კლაარის გამოსამშვიდობებელი შეხვედრის ძირითადი თემები.

  • 03 დეკემბერი 2014
    ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომისიის სხდომა

    პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

  • 01 დეკემბერი 2014
    რეგიონული განვითარების კომისიის სხდომა

    რეგიონების განვითარება ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია, მომავალი წლიდან კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს რეგიონული პროექტების ხელშეწყობას,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის კომისიის სხდომაზე განაცხადა.

  • 29 ნოემბერი 2014
    პრემიერ–მინისტრი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. 

  • 28 ნოემბერი 2014
    შეხვედრა ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს გენერალ პატრიკ დე რუზიეს შეხვდა.

  • 28 ნოემბერი 2014
    პრემიერ-მინისტრის კომენტარი

    იმედი მაქვს, მართლმსაჯულება აღდგება და კიდევ ერთხელ იზეიმებს სამართლიანობა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პროკურატურის მიერ სანდრო გირგვლიანის საქმეზე გუშინ გაკეთებულ განცხადებას.

<<  6 7 8 9 10   >>