საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები
  • 21 ნოემბერი 2014
    განათლების სისტემის განვითარების გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაცია

    საქართველომ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ევროპული კვალიფიკაციების სააგენტოსთან, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ხარისხის კონტროლისა და შეფასების სისტემა მთლიანად იქნება ევროპაში არსებული სტანდარტების შესაბამისი, საქართველოში გაცემული დიპლომი და კვალიფიკაცია აღიარებული იქნება ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში,-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კონფერენციაზე- „განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები" სიტყვით გამოსვლისას.

  • 21 ნოემბერი 2014
    ეკონომიკური საბჭოს სხდომა

    ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, ენგურის ხიდიდან ერთი კილომეტრის მანძილზე, მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი აშენდება, - პროექტის შესახებ დღეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

  • 20 ნოემბერი 2014
    პრემიერ-მინისტრის კომენტარი

    ჩვენ არ გვაქვს ექსპერიმენტების ჩატარების უფლება, ე.წ გასაღების ფლობა სჭირდება არა მთავრობას, არამედ - სახელმწიფოს ეროვნულ უსაფრთოებას, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის კომენტირებისას განუცხადა.

  • 20 ნოემბერი 2014
    პრემიერ–მინისტრი ვარძიაში

    ათეული წლებია ვარძია არ იყო განათებული. ჩვენი ინიციატივით ვარძია გავანათეთ, რათა მეტი ტურისტის მოზიდვის ადგილი გახდეს; ბოლო ორი წელი ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, ახლა საჭიროა, რომ ძეგლის უნიკალურობა მეტად იქნას წარმოჩენილი,-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვარძიაში სტუმრობისას.

  • 20 ნოემბერი 2014
    მთავრობა დევნილებისთვის ახალ პროექტს იწყებს

    საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დევნილი მოსახლეობისთვის ბინების შეძენის მიზნით, მენაშენეთა კონკურსი ცხადდება,-აღნიშნული გადაწყვეტილება ეკონომიკურმა საბჭომ მიიღო, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა.

  • 19 ნოემბერი 2014
    საყოველთაო აღწერა პრემიერ-მინისტრის ოჯახში

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოჯახმა მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში მიიღო მონაწილეობა. დღეს ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს ინტერვიუერი ეწვია და მთავრობის მეთაურს და მის მეუღლეს, ნუნუკა თამაზაშვილს კითხვარი შეავსებინა.

  • 19 ნოემბერი 2014
    შეხვედრა უცხოელ ბიზნესმენებთან

    საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და ენერგეტიკული სფეროს განვითარების პერსპექტივები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის უცხოელ ბიზნესმენებთან გამართული შეხვედრის მთავარი თემები.

  • 19 ნოემბერი 2014
    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში ახლადგახსნილი სასტუმრო ბაგრატი პლაზა დაათვალიერა

    დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ახლადგახსნილი სასტუმრო „ბაგრატი პლაზა" დაათვალიერა.

  • 19 ნოემბერი 2014
    პრემიერ-მინისტრმა შემოვლითი გზა გახსნა

    მინდა იცოდეთ, რომ ორ წელიწადში ჩვენ შევძელით ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ახალი 55 კილომეტრის აშენება, მაშინ როდესაც 2012 წლამდე, 8 წლის განმავლობაში, ჩქაროსნულ მაგისტრალზე მხოლოდ 70 კმ ახალი გზის გახსნა მოხერხდა,-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის შემოვლითი გზის 32 კმ-იანი მონაკვეთის გახსნის ცერემონიაზე.

  • 18 ნოემბერი 2014
    პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა

    ნატო-საქართველოს ურთიერთობებში ახალი ეტაპი იწყება, - პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა.

<<  6 7 8 9 10   >>