-
2021-01-11 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვები 1-ელ თებერვლამდე შენარჩუნდება
ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების რეჟიმი 1-ელ თებერვლამდე შენარჩუნდება, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2021-01-11 ბერდია სიჭინავა - ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 898 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 551 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 880 პირი
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 551 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.