-
2020-12-01 გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა, საჯარო უწყებებს ვირუსისგან დამცავი სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა
საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, მოქალაქეების მხრიდან წესების დაცვის მნიშვნელობა და საჯარო უწყების თანამშრომლებისა და მოწყვლადი ჯგუფების დამცავი სამედიცინო საშუალებებით აღჭურვის მნიშვნელობა, - ამ საკითხებზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, NCDC-ს საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა, ოთარ ნამიჭეიშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.
-
2020-12-01 ბერდია სიჭინავა - ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 759 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 574 პირი
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 759 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2020-12-01 ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და გამკაცრებულ შეზღუდვებზე საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტების წარმომადგენლებთან და დონორებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, 28 ნოემბრიდან ამოქმედებული გამკაცრებული შეზღუდვები, მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებების პაკეტი და ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაოები იყო მთავარი თემები ონლაინ-ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებსა და დონორებთან გაიმართა.