-
2020-11-09 ალექსანდრე ხოჯევანიშვილი - დღეიდან ამოქმედდა წერტილოვანი შეზღუდვები, კერძოდ: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში - 22:00 სთ-დან - დილის 5-საათამდე დაწესებულია გადაადგილების შეზღუდვა
ვხედავთ, რომ წინა კვირისგან განსხვავებით, ინფიცირებულთა რაოდენობა ძალიან სწრაფად იზრდება - თუ წინა კვირის დასაწყისში გვქონდა დაახლოებით 1900 შემთხვევა, დღეს უკვე გვაქვს 3000 -მდე. შესაბამისად, 7 ნოემბერს, უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რეგულაციების გამკაცრებისა და შემდგომი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების თაობაზე.
-
2020-11-09 გიორგი გახარია - ჩვენ გუშინ ვნახეთ ყველანაირი პასუხისმგებლობისგან დაცლილი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ, ცესკოს შენობის შტურმის მცდელობა და პოლიციელების და ექიმების შეურაცხყოფა - ხალხის, რომელზეც დღეს დგას ეს ქვეყანა
ჩვენ გუშინ ვნახეთ ყველანაირი პასუხისმგებლობისგან დაცლილი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ, ცესკოს შენობის შტურმის მცდელობა და პოლიციელების და ექიმების შეურაცხყოფა - ხალხის, რომელზეც დღეს დგას ეს ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
-
2020-11-09 ალექსანდრე ხოჯევანიშვილი - 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 927 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 470 პირი
დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 927 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.