-
2020-11-12 ცვლილებები პროგრამაში „აწარმოე საქართველოში
გახანგრძლივდება სახელმწიფო პროგრამის „თანადაფინანსების მექანიზმი მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის" ვადა, რათა უფრო მეტმა მეწარმემ შეძლოს მასში მონაწილეობის მიღება. ასევე ცვლილების თანახმად დაშვებული იქნება შერეული მიზნობრიობით გაცემული სესხების სუბსიდირებაც, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დაფინანსების მიმღებთა ოდენობას.
-
2020-11-12 ღონისძიებების ორგანიზების სფეროში მოქმედი მეწარმეები სახელმწიფოსგან სესხის თანადაფინანსებას მიიღებენ
ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად და მეწარმეთა ხელშეწყობისთვის, დამტკიცდა კიდევ ერთი ახალი პროგრამა, რომლის მიზანია ნებისმიერი ტიპის ღონისძიებების ორგანიზების სფეროში მოქმედი მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბანკში აღებული სესხების სუბსიდირება, რომელთაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეეზღუდათ ოპერირების შესაძლებლობა და შესაბამისად, შეუმცირდათ ოპერირებიდან მიღებული შემოსავალი.
-
2020-11-12 პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებთან რეგიონებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და გამოწვევები განიხილა
რეგიონებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და გამოწვევები განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებთან მორიგი საუბრისას, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
-
2020-11-12 2020 წლის 12 ნოემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილა.
-
2020-11-12 ალექსანდრე ხოჯევანიშვილი - დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 120 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 358 პირი
დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 120 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2020-11-12 პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა
დღეს პოლიტიკური პროცესის შეფასება სულ უფრო და უფრო მეორეხარისხოვანი ხდება, ჩვენი მოქალაქეების და მოსახლეობის დავალება არის პირდაპირი, რომ ჩვენ ამ პოლიტიკური მდგომარეობიდან სწრაფი გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.