საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2020-09-09 პრემიერ-მინისტრმა, ვიცე-პრემიერებთან ერთად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ახალი ოფისი გახსნა

    პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ნოტარიუსთა პალატის ახალი ოფისი გახსნეს.

  • 2020-09-09 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება

    თეატრები და კინოთეატრები, ასევე ბავშვთა გასართობი ცენტრები პირველი ნოემბრიდან გაიხსნება; 10 სექტემბრიდან იკრძალება ე.წ. სოციალური თუ სარიტუალო ღონისძიებები, როგორებიცაა იუბილე, ქორწილი, ქელეხი და სხვა, მათ შორის ღია სივრცეში; 10 სექტემბრიდან, ღია ცის ქვეშ დაგეგმილ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობა 200 ადამიანამდე იზღუდება; თუმცა აღნიშნული შეზღუდვები საარჩევნო აგიტაციასა და პოლიტიკურ პროცესზე არ გავრცელდება; ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭომ სკოლებში საზეიმო ღონისძიებების გაუქმების რეკომენდაცია გასცა, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო.