-
2020-09-16 UNWTO-ის აღმასრულებელი საბჭო - მხარს ვუჭერთ საქართველოში ტურიზმის სექტორის ამუშავების მიზნით მთავრობის ძალისხმევას და ეფექტურ ზომებს, რაც ტურიზმის გლობალურ რუკაზე ქვეყანას გამძლე, მდგრად და ძალიან ფასეულ დანიშნულების ცენტრად წარმოაჩენს
მხარს ვუჭერთ საქართველოში ტურიზმის სექტორის ამუშავების, საზღვრების ეტაპობრივი გახსნის მიზნით მთავრობის მიერ განხორციელებულ ძალისხმევას და ეფექტურ ზომებს, რაც ტურიზმის გლობალურ რუკაზე ქვეყანას გამძლე, მდგრად და ძალიან ფასეულ დანიშნულების ცენტრად წარმოაჩენს, - ამის შესახებ ნათქვამია UNWTO-ის აღმასრულებელი საბჭოს თბილისის დეკლარაციაში, რომელიც 112-ე სხდომის ფარგლებში მიიღეს.
-
2020-09-16 პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია MasterCard-ის ვიცე-პრეზიდენტ ნიკოლა ვილას შეხვდა
MasterCard-ი პოსტკრიზისულ პერიოდში საქართველოს ტურიზმის სექტორის განვითარების ხელშეწყობაში დაეხმარება - აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და MasterCard-ის ვიცე-პრეზიდენტის, ნიკოლა ვილლას შორის გამართული შეხვედრისას გახდა ცნობილი.
-
2020-09-16 ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ ახალ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა
მთავრობა აგრძელებს თანმიმდევრულ მოქმედებებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრზოლაში, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
-
2020-09-16 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა, სადაც ინტენსიური თერმოსკრინინგი განხორციელდება, ტემპერატურის მქონე პირები კი ტესტირებას დაექვემდებარებიან
ბათუმში მიმდინარე ინტენსიური თერმოსკრინინგი, მათ შორის კომერციულ დაწესებულებებში, კიდევ უფრო გაძლიერდება, ასევე, მოეწყობა სპეციალური საკონტროლო პუნქტები, რაც ბათუმში შემსვლელ-გამსვლელთა თერმოსკრინინგს გულისხმობს, ტემპერატურის მქონე პირები კი ტესტირებას დაექვემდებარებიან, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
-
2020-09-16 საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გამოსვლა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის გახსნაზე
მოხარული ვარ, რომ საქართველო გახდა ტურიზმის სექტორის ყველაზე გამორჩეული, წარმომადგენლობითი შეხვედრის ადგილი და მსურს სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენთვის უდიდესი პატივია თქვენი მასპინძლობა. საქართველოსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას აკავშირებს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც სულ უფრო და უფრო ნაყოფიერი ხდება.