-
2019-10-09 გიორგი გახარია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს ოგტაი ასადოვს და ახლადდანიშნულ პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა მილი მეჯლისის თავმჯდომარე ოგტაი ასადოვსა და ახლადდანიშნულ პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან.
-
2019-10-09 2019 წლის 9 ოქტომბერს, 10:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 9 საკითხი
-
2019-10-09 საქართველოს პრემიერ-მინისტრი 9 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა
საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, პრეზიდენტ ალიევთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო. ილჰამ ალიევმა გიორგი გახარიას „ზაგულბას" სასახლეში უმასპინძლა.
-
2019-10-09 გიორგი გახარია ილჰამ ალიევს - დარწმუნებული ვართ, ამ ვიზიტით ჩვენს მოყვარეებსაც და მტრებსაც კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ, რომ არ არსებობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძმურად, მეგობრულად გადაუწყვეტელი პრობლემები
პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში შემთხვევითი არ არის, რამეთუ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ვიზიტით ჩვენ ჩვენს მოყვარეებსაც და მტრებსაც კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ, რომ არ არსებობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძმურად, მეგობრულად გადაუწყვეტელი პრობლემები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განაცხადა.