-
2018-07-15 პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას ვლაქერნობა მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოსახლეობას ღვთისმშობლის კვართის დღესასწაული - ვლაქერნობა მიულოცა. მთავრობის მეთაური დღეს ზუგდიდში ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო.
-
2018-07-15 პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა
101 ხმით 12-ის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, ნდობა გამოუცხადა
-
2018-07-15 მამუკა ბახტაძე - პირადად მე, ისევე, როგორც ჩემი გუნდის წევრები, ვაპირებთ ძალიან აქტიურ კომუნიკაციას პარლამენტთან
ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი ძალიან ამბიციური რეფორმათა გეგმა, რომლის იმპლემენტაცია ხვალიდან დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.