-
2018-03-05 2018 წლის 6 მარტს, 10:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 40 საკითხი.
-
2018-03-05 პრემიერი - ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ძირითადი მიზანია, რეგიონებში გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება და შესაბამისი რესურსი მათი აღსრულებისთვის
ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ძირითადი მიზანია, რეგიონებში იყოს, როგორც გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება, ასევე - შესაბამისი რესურსი ამ გადაწყვეტილებების მიღებისა და აღსრულებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიული ეროვნული ხედვის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.