• 2017-10-12 შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან

    საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და ნატოს მომავალი სამიტის საკითხი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ შეხვედრაზე, რომელიც დღეს ბათუმში გაიმართა.

  • 2017-10-12 შეხვედრა საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ აბდულ რაჰმან ბინ სალეჰი ალ-ბანიანს შეხვდა. 

  • 2017-10-12 შეხვედრა ჟან-კრისტოფ ბელიარდთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში,  ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა. 

  • 2017-10-12 პრემიერ-მინისტრის გამოსვლა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია თქვენი მონაწილეობა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში და ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ამდენი სტუმარი ჩამოვიდა საქართველოს ულამაზეს ქალაქ ბათუმში, რათა იმსჯელოთ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი რეგიონი და არა მხოლოდ ჩვენი რეგიონი, უფრო უსაფრთხო.