საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2017-02-16 ტრენინგი საჯარო მოხელეებისთვის

    მიმდინარე წლის 15-16 თებერვალს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებების ეფექტური დაცვა და მისი ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში, კახეთის რეგიონში, კერძოდ კი თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგი გაიმართა.

  • 2017-02-16 გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 17-19 თებერვალს გაიმართება.

  • 2017-02-16 პრემიერმა კათოლიკოს–პატრიარქი მოინახულა

    პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკაში" მყოფი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოინახულა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ოპერაცია ჩაუტარდა.