საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-10-08 პრემიერმა დაშავებული პოლიციელი მოინახულა

    ჩვენმა პოლიციამ, ძალიან დიდი გმირობის ფასად, თავიდან აგვაცილა ძალიან სერიოზული, კარგად დაგეგმილი პროვოკაცია და მინდა, ყველა პოლიციელს, ამ გმირული საქციელისთვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ინგოროყვას კლინიკაში გააკეთა, სადაც, მარნეულის #48 საარჩევნო უბანზე დაპირისპირების შედეგად დაშავებული, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, რამინ ისმაილოვი მოინახულა.

  • 2016-10-08 გიორგი კვირიკაშვილი - მხარი დავუჭირე კიდევ უფრო უკეთეს მომავალს

    მე, რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირე კიდევ უფრო უკეთეს მომავალს; ჩვენი ქვეყნის სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას და კეთილდღეობას ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საბურთალოს მე-4 ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა, სადაც არჩევანი ოჯახთან ერთად დააფიქსირა.