-
2016-09-19 დევნილთა და მიგრანტთა გახშირებული გადაადგილებები - მაღალი რანგის შეხვედრის მონაწილეებს პრემიერმა მიმართა
საქართველო საკმაოდ პატარა ქვეყანაა და ჩვენც გვაქვს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, მაგრამ ჩვენ მომავალშიც შევიტანთ წვლილს საერთაშორისო ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია მიგრანტებისა და ლტოლვილების მასობრივი გადაადგილების მართვისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაეროში, მაღალი რანგის შეხვედრაზე გამოსვლისას განაცხადა, რომლის თემაა დევნილთა და მიგრანტთა გახშირებული გადაადგილებები.
-
2016-09-19 საქართველოს პრემიერ-მინისტრი სლოვაკეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნიუ-იორკში სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანდრეი კისკას შეხვდა.