საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-08-30 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 31 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.

  • 2016-08-30 შეხვედრა კნუტ ფლეკენშტეინთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის" ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, კნუტ ფლეკენშტეინს შეხვდა. 

  • 2016-08-30 ასპინძის მოსახლეობას გაუმჯობესებული წყალმომარაგება ექნება

    დაბა ასპინძის მოსახლეობას წლების განმავლობაში წყალი დღე-ღამეში 4 საათიანი გრაფიკით მიეწოდებოდა, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა მოგვარდება და 3 000-მდე ადგილობრივი მოსახლე დღე-ღამეში 16-18 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

  • 2016-08-30 შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესთან

    მინდა მოგისმინოთ თქვენ, მოვისმინო რეკომენდაციები ადამიანებისგან, რომელთაც აქვთ დიდი გამოცდილება და კარგად ხედავენ, თუ რა არის გასაკეთებელი, რათა მცირე და საშუალო ბიზნესს კიდევ უფრო გაუადვილდეს მუშაობა, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველ ბიზნესმენებს. 

  • 2016-08-30 პრემიერ-მინისტრმა მარნეულის საავადმყოფოში მოთავსებულები მოინახულა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გვიან ღამით მარნეულის რაიონულ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც კვებითი ინტოქსიკაციით, რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის ბავშვები მოათავსეს.