საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-07-02 კონკრეტული ზომები გენდერული თანასწორობის მისაღწევად

    პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის ფარგლებში გამართულ საქმიან სადილზე სიტყვით გამოვიდა. მოხსენების თემა იყო: "ვალდებულებიდან მოქმედებამდე: კონკრეტული ზომები გენდერული თანასწორობის მისაღწევად".

  • 2016-07-02 განათლების სისტემის განვითარების სტრატეგიული ხედვა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განათლების სისტემის განვითარების სტრატეგიულ ხედვას და პრიორიტეტებს გაეცნო, რომელიც მთავრობის წევრებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ წარუდგინა.