საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2015-11-21 ალექსანდრე ქართველის გამოფენის დათვალიერება

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შვილებთან ერთად, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვია და ქართველი ემიგრანტი ავიაკონსტრუქტორის, ამერიკული და მსოფლიო ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ნოვატორის, ალექსანდრე ქართველის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი გამოფენა დაათვალიერა.

  • 2015-11-21 პრემიერ–მინისტრი გლობალურ კონფერენციაზე

    ჯანდაცვის სფეროს რეფორმის ძირითადი მიმართულებები და გამოწვევები 21-ე საუკუნეში-აღნიშნულ საკითხებზე სამედიცინო სფეროს წამყვანი სპეციალისტები, ექსპერტები და პოლიტიკოსები გლობალურ კონფერენციაზე მსჯელობენ. კონფერენციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან, ბერნარ კუშნერთან ერთად დაესწრო.

  • 2015-11-21 ბერნარ კუშნერი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაში მიიღებს მონაწილეობას

    ბერნარ კუშნერი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაში მიიღებს მონაწილეობას, - გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

  • 2015-11-21 შეხვედრა სან-მარინოს საგარეო საქმეთა მინისტრთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სან-მარინოს რესპუბლიკის საგარეო და პოლიტიკურ საქმეთა მინისტრს, პასქუალე ვალენტინის შეხვდა.