საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2015-07-21 სამუშაო სადილი

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

  • 2015-07-21 ერთობლივი პრესკონფერენცია

    მაღალ შეფასებას ვაძლევ საქართველოს მთავრობის რეაქციას, ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, მთელი ევროპისთვის, რათა საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებული პრობლემა პასუხისმგებლობით, აღელვებისა და ემოციების გარეშე მოგვარდეს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • 2015-07-21 გაფართოებული შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან

    ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების გზებზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე. 

  • 2015-07-21 პრემიერ-მინისტრის და დონალდ ტუსკის პირისპირ შეხვედრა

    საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის საკითხები განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის პირისპირ შეხვედრაზე.