საქართველოს მთავრობა – 2023 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის მილოცვა ამოსაბეჭდი ვერსია

2023-12-19

საჯარო მოხელის პროფესიულ დღეს გილოცავთ საჯარო სამსახურში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს და მადლობას გიხდით ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე გაწეული სამსახურისათვის.

თქვენ ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, ეკონომიკურ წინსვლაში, სოციალური თუ საგარეო-პოლიტიკური მიმართულებებით პროგრესში; განსაკუთრებით ვაფასებ თქვენს შრომას, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში გასწიეთ, რამაც უდიდესწილად განაპირობა ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარმატება - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება.

საქართველოს საჯარო სამსახურის ეფექტიანობას, თითოეული თქვენგანის ერთგულებას საჯარო მმართველობის ევროპული პრინციპებისა და ღირებულებებისადმი კვლავაც საკვანძო როლი აქვს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის, ევროპული სახელმწიფოს შენებაში.

შემდგომ წარმატებებს გისურვებთ ჩვენი სამშობლოსა და ხალხის საკეთილდღეოდ.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი