საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №170

„საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №112 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/03/2012, 040030000.10.003.016785) შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს №11 დანართი შემდეგი რედაქციით:

„დანართი №11

 

მომსახურების სახე

საფასური

 

  1

კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკ­ვეთზე მოშენებული თეთრყვავილას ბოლ­ქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების შესა­ხებ დასკვნის გაცემა

 

475

 

   2

კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკ­ვეთზე მოშენებული თეთრყვავილას ბოლ­ქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების მოპო­ვების შესახებ დასკვნის გაცემა

 

400.“.

  მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური