საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №165

ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა) ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხ¬ლის „მ" ქვეპუნქტისა და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს:

1. ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (შემდგომში - საპენსიო ასაკის მო¬სახლეობა) ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები და სადაზღვევო ვაუჩერის თანდართული პირობები (შემდგომში - ვაუჩერის პირობები) (დანართი №1).

2. სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო (სადაზღვევო) რაიონების მიხედვით სადაზღვევო ვაუჩერის ფასის დადგენისა და მზღვეველი კომპანიის გამოვლენის წესი (დანართი №2).

3. სამედიცინო (სადაზღვევო) რაიონები და მოსარგებლეთა საპროგნოზო რაოდენობა (დანართი №3).

4. ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების დარიგების წესი (დანართი №4).

5. საინვესტიციო რაიონები, ინვესტორები, საინვესტიციო მოცულობები და ინვესტიციის განხორციელების ვადები (დანართი №5 და დანართი №6).
მუხლი 2. ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ 2012 წლის 10 მაისამდე და შემდეგ ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს, თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მიაწოდოს განახლებული მონაცემები 0-5 წლის (ჩათვლით) და საპენსიო ასაკის მოსახლეობის შესახებ შეთანხმებული ფორმატით.

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2012 წლის 10 მაისამდე და შემდეგ ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს, თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მიაწოდოს განახლებული მონაცემები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიიდან და ყო¬ფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე არსებული დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულიდან დევნილი 0-5 წლის (ჩათვლით) და საპენსიო ასაკის მოსახლეობის შესახებ შეთანხმებული ფორმატით.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ დადგე¬ნილებით განსაზღვრულ დაზღვევასთან დაკავშირებული ხარჯები გაითვალისწინონ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტებში.

4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2012 წლის 1 ივნისამდე ნორმატიული აქტით განსაზღვროს ამ დადგენილებით დამტკიცებული ვაუჩერის პირობების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამკურნალო საშუალებები.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 7 მაისიდან.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური