საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №162

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №503 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №503 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/01/2012, 280120000.10.003.016663) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის":

1. „მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა საოჯახო მომსახურების ქვეპროგრამის" (დანართი 1.4) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 5 585 272 ლარით.".

2. „შშმ პირთა სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის" (დანართი 1.7):
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამა";
ბ) მე 3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფია:
ა) 18 წლისა და უფროსი ასაკის შშმ პირები;
ბ) პირები, რომლებიც იყვნენ 2011 წლის პროგრამით გათვალისწინებული შშმ პირთა სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის მოსარგებლეები;
გ) შესაბამისი მომსახურების საჭიროების მქონე ხანდაზმულები.";
გ) მე 3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ერთდროულად მოსარგებლე პირთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 85 პირს.";
დ) მე 4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 409 650 ლარით.";
ე) მე 4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. სათემო ორგანიზაციაში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების თანახმად, მომსახურების მიმწოდებლისათვის ბენეფიციარისთვის განკუთვნილი ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გაცემას სააგენტო უზრუნველყოფს მომსახურების მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვამდე. აღნიშნული პირობა არ ვრცელდება 2012 წლის განმავლობაში ამოქმედებული ახალი სათემო ორგანიზაციების მიმართ, რომელთა მიერ მომსახურების მიწოდება იწყება თვის 10 რიცხვის შემდგომ. ასეთ შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებლისათვის ბენეფიციარისათვის განკუთვნილი ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გაცემას სააგენტო უზრუნველყოფს მომსახურების დაწყებისთანავე.";
ვ) მე 4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის არა უგვიანეს მომსახურების მიწოდების თვის 15 რიცხვამდე წარდგენილი ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონი, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის ამოწურვამდე. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება. აღნიშნული პირობა არ ვრცელდება 2012 წლის განმავლობაში ამოქმედებული ახალი სათემო ორგანიზაციების მიმართ, რომელთა მიერ მომსახურების მიწოდება იწყება თვის 10 რიცხვის შემდგომ. ამ შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებელს, ერთჯერადად, უფლება აქვს ვაუჩერის ტალონი წარადგინოს მომსახურების დაწყების მომდევნო თვის 5 რიცხვამდე. აღნიშნული ტალონი სააგენტოს მიერ ანაზღაურდება მომსახურების დაწყების მომდევნო თვის ბოლომდე.".

3. „დასვენება-გაჯანსაღებისა და საკურორტო რეაბილიტაციის ქვეპროგრამის" (დანართი 1.8) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ამ დადგენილების დანართი 1.7-ით გათვალისწინებული სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის მოსარგებლეები;".

4. „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის" (დანართი 1.13):
ა) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ დადგენილების დანართი 1.13.1-ით, დანართი 1.13.2-ით (გარ¬და ორთეზისა), დანართი 1.13.3-ითა და დანართი 1.13.4-ით გათვალისწინებული დამხმარე საშუალებებით დაკმაყოფილებისათვის უარის თქმის საფუძველია პირის მიერ 2012 წლის პროგრამით, 2011 წლის პროგრამით, აგრეთვე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის 2010 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №442/ნ ბრძანებით გათვალისწინებული ანალოგიური დამხმარე საშუალების მიღება, თუ შესაბამისი დამხმარე საშუალებების ამ სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული საგარანტიო ვადა არ არის ამოწურული და, ამასთან, გაცემული დამხმარე საშუალება ვარგისია შემდგომი ექსპლუატაციის ან შეკეთებისათვის (საწინააღმდეგო მტკიცება დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი დამხმარე საშუალების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ გაცემული დასკვნით, რომელსაც განმცხადებელი თან ურთავს განცხადებასთან ერთად მოთხოვნილ სხვა დოკუმენტებს).";
ბ) მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის „ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მცხოვრები ბენეფიციარებისათვის დამხმარე საშუალებების გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. ამ შემთხვევაში დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენს სამინისტროს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს (შემდგომში - ზრუნვის სააგენტო) მიერ სააგენტოსადმი მიმართვა. დამხმარე საშუალების მოთხოვნის შესახებ მიმართვას თან უნდა ერთოდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია - ფორმა №IV-100/ა), სადაც მითითებული იქნება შესაბამისი დამხმარე საშუალების საჭიროება და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პირადობის მოწმობის ან 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში - პირადობის მოწმობის არქონისას - დაბადების მოწმობის ასლი). განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც არსებობს პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის წარდგენის დამაბრკოლებელი გარემოება, დასაშვებია ამ პირის სასარგებლოდ დამხმარე საშუალების მოთხოვნის შესახებ ზრუნვის სააგენტოს დირექტორის მიმართვის დაკმაყოფილება. ამ შემთხვევაში ზრუნვის სააგენტო უზრუნველყოფს ამ პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია - ფორმა №IV-100/ა, სადაც მითითებული იქნება შესაბამისი დამხმარე საშუალების საჭიროება) სააგენტოში წარდგენას, შესაბამისი დამაბრკოლებელი გარემოების აღმოფხვრიდან არა უგვიანეს 30 დღისა;".

5. „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის" (დანართი 1.13) „სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფის კომპონენტის" (დანართი 1.13.1) მე 3 მუხლის მე 2 პუნქტის „ე" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) პირზე გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია - ფორმა №IV-100/ა), სადაც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული სავარძელ-ეტლის საჭიროება;".

6. „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის" (დანართი 1.13) „საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტის" (დანართი 1.13.2) მე 3 მუხლის მე 2 პუნქტის „ე" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) პირზე გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია - ფორმა №IV-100/ა), სადაც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული საპროთეზო-ორთოპედიული საშუალების საჭიროება შესაბამისი საქონლის (მომსახურების) სახეობის მითითებით;".

7. „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის" (დანართი 1.13) „სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტის" (დანართი 1.13.3) მე 3 მუხლის მე 2 პუნქტის „ე" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) პირზე გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია - ფორმა №IV-100/ა), სადაც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული სმენის აპარატის საჭიროება.".

8. „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის" (დანართი 1.13) „კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის" (დანართი 1.13.4) მე 3 მუხლის მე 2 პუნქტის „ე" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) პირზე გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია - ფორმა №IV-100/ა), სადაც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული კოხლეარული იმპლანტის საჭიროება.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური