საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №150

„საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 ნოემბრის №252 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე 4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 ნოემბრის №252 დადგენილებაში (სსმ, 2007 წ., მუხ. 1804) შეტანილ იქნეს ცვლილება და საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში ანდრია ურუშაძის ნაცვლად შეყვანილ იქნეს ზურაბ ჭიაბერაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური