საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №363

,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის N249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 სექტემბრის N288 დადგენილების გათვალისწინებით ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტ-კიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის N249 დადგენილებაში (სსმ, III ნაწ., 2005 წ., N154, მუხ. 1714) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ'' ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან.


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური