საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N832

ევგენი ხარაძის დაბადების 100 წლისთავის იუბილეს აღნიშვნის შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 ნოემბრის N649 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ევგენი ხარაძის დაბადების 100 წლისთავის იუბილეს აღნიშვნის შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 ნოემბრის N649 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) პირველი პუნქტის `ბ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) შეიქმნას აკადემიკოს ევგენი ხარაძის დაბადების 100 წლისთავის იუბილეს ხელშემწყობი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი ნოდია - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

კახა ბენდუქიძე - საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი

რამაზ ბოჭორიშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

გიორგი გაბაშვილი - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე

თამაზ გამყრელიძე - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი

ივანე გელაშვილი - სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილე

გრიგოლ ვაშაძე - საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი

გიგი თევზაძე - თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

ფრიდონ თოდუა - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი

ჯუმბერ ლომინაძე - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი

ოთარ ნათიშვილი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი

ნოდარ სურგულაძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

გიგი უგულავა - ქალაქ თბილისის მერი

გურამ ხარატიშვილი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი

გიორგი ხარაძე - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

გიორგი ხუბუა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი

გიორგი ჯავახიშვილი - ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკისა და მათემატიკის ფაკულტეტთან არსებული ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი

ნათია ჯოხაძე - სსიპ _ საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი, კომისიის მდივანი.

ბ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის `ვ ქვეპუნქტი:
ვ) კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს საიუბილეო ღონისძიებების დასრულებამდე.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი