საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N179

საქართველოს მთავრობის დადგენილება N179
27 სექტემბერი, 2006

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების 2007 წლის ბიუჯეტებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასაცემი გამოთანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის ფორმულაში გასათვალისწინებელი შემასწორებელი კოეფიციენტების შესახებ

"ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე:

1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების 2007 წლის ბიუჯეტებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასა­ცემი გამოთანაბრებითი ტრანსფერის მოცულობა განისაზ­ღვროს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯე­ტების შემოსულობების უკმარისობის ოდენობის 70 პრო­ცენტით.

2. დამტკიცდეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულე­ბის 2007 წლის ბიუჯეტებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასაცემი გამოთანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის ფორმულაში გასათვალისწინებელი შემასწორებელი კოეფი­ციენ­ტები შემდეგი ოდენობით:
ა) მაღალმთიანობის კოეფიციენტები შესაბამისი თვით­მმართველი ერთეულების მაღალმთიან პუნ­ქტებში მცხოვრებთა:
ა.ა) 30 პროცენტამდე ხვედრთი წონის პირობებში - 0,5;
ა.ბ) 30-დან 70 პროცენტამდე ხვედრითი წონის პირო­ბებში - 1,0;
ა.გ) 70 პროცენტზე მეტი ხვედრითი წონის პირობებში - 1,5;
ბ) მცირემოსახლეობიანი ტერიტორიული ერთეულების კოეფიციენტები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით:
ბ.ა) 25 ათასამდე - 1,8;
ბ.ბ) 25-დან 50 ათასამდე - 0,4;
ბ.გ) 50 ათასზე მეტი რაოდენობისას - 0,1.

3. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი