საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №247

საქართველოს მთავრობის დადგენილება №247
13 ნოემბერი, 2007

,,2007-2008 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ან დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) საგანმანათლებლო პროგრამით განათლების მისაღებად ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის N144 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ,,2007-2008 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ან დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) საგან-მანათლებლო პროგრამით განათლების მისაღებად ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის N144 დადგენილების (სსმ, 2007 წელი, N101, მუხლი 1107) მე-7 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი:

,,3. თუ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოქმედების განხორციელების შემდეგ ამ დად­გენილებით განსაზღვრული თანხა სრულად არ გაიცა, დარჩენილი თანხა მე-5 მუხლით დადგენილი პრინციპის მიხედვით გადაუნაწილდებათ ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების სტუდენტებს.".

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი