საქართველოს მთავრობის განკარგულება №786
17 დეკემბერი, 2007
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სასმელი წყლის სისტემებისა და ჭაბურღილების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ
1. გორის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის ნორმალურად ფუნქციონირებისათვის გორის მუნიციპალიტეტის მიერ 2007 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულია სასმელი წყლის სისტემებისა და ჭაბურღილების სამუშაოები, რომლებიც მოიცავს:
ა) სოფელ ატენის სასმელი წყლით მომარაგების რეაბილიტაციას;
ბ) სოფელ ქიწნისის სასმელი წყლით მომარაგების რეაბილიტაციას;
გ) სოფელ ბროწლეთის ჭაბურღილის რეაბილიტაციას;
დ) სოფელ შერთულში ჭაბურღილის რეაბილიტაციას;
ე) სოფელ ნიქოზში ჭაბურღილის რეაბილიტაციას;
ვ) სოფელ ქიწნისში ახალი ჭაბურღილის მოწყობას.
2. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართ-ველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის შესაბამისად ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შეზღუდულ ვადებში შესრულების მიზნით შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
3. განკარგულების შესრულების კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწი-ფო რწმუნებულს - გუბერნატორს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები) ვ. გეგელაშვილს.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე