საქართველოს მთავრობა – ივანე მერაბიშვილი

ივანე მერაბიშვილიივანე მერაბიშვილი დაიბადა 1968 წლის 15 აპრილს.

1992 წელს დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ფაკულტეტი.

1992-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და აგრარულ უნივერსიტეტში ლაბორანტად, შემდეგ უფროს ლაბორანტად, ასისტენტად და უმცროს მეცნიერ თანამშრომლად.

1995 წლიდან მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი იყო.

1999-2003 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი.

2000 წელს დაინიშნა საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარედ.

2002-2004 წლებში იყო პოლიტიკური პარტია "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი. 2004 წლის იანვარში დაინიშნა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად, ხოლო იმავე წლის ივნისში საქართველოს უშიშროების მინისტრად.

2004 წლის დეკემბრიდან 2012 წლის ივლისამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

2012 წლის ივლისიდან  2012 წლის ოქტომბრამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟიშვილი.