საქართველოს მთავრობა – გერბი

საქართველოს სახელმწიფო გერბი

გერბი `საქართველოისი” - ვახუშტი ბაგრატიონისაქართველოს სახელმწიფო გერბის მთავარი ფიგურა არის წმიდა გიორგი, რომელიც ჰერალდიკაში და ვექსილოლოგიაში (ასევე საკრალურ და საერო სიმბოლიკაში) სიმბოლურად გამოისახება - თეთრ ფონზე წითელი სწორკუთხა ჯვარი (ჰერალდიკაში - ვერცხლის ველზე "მეწამული" (წითელი) სწორკუთხა ჯვარი)მეფე გიორგი III (1115-1184 წ.წ.) დიდ სახელმწიფო საბეჭდავი

მუხრან-ბატონის დროშის ბუნი წმინდა გიორგის გამოსახულებით (XVIII ს.)წმინდა გიორგი, როგორც ერთიანი საქართველოს სიმბოლო, ანუ საქართველოს განმასახიერებელი და მფარველი, პირველად მეფე გიორგი III (1115-1184 წ.) დიდ სახელმწიფო საბეჭდავზე გვხვდება. მეფე დავით IV აღმაშენებლის უცნობი მემატიანე წერს, რომ 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში წმიდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა ქართველთა ლაშქარს. ვახტანგVI დროინდელი გერბი

გრიგოლ ფერაძეს, რომელმაც შეისწავლა ისტორიული წყაროები GEORGIA-ს სახელის წარმომავლობის შესახებ, თავის ნაშრომში უცხოელ პილიგრიმთა ცნობები პალესტინის ქართველი ბერებისა და ქართული მონასტრების შესახებ", მოყავს, სავარაუდოდ 1180 წლის მეტად საინტერესო ცნობა იერუსალემის ლათინი პატრიარქის ჟაკ დე ვიტრის (Jacques de Vitry. დაახლ.1160/70-1240წწ.) ნაშრომიდან იერუსალემის ისტორია (The histori of Jerusalem) - `ამ ხალხს Georgian-ებს უწოდებენ, რადგანაც ისინი განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობიან და ეთაყვანებიან წმ. გიორგის, ვისაც თავიანთ მფარველად და მედროშედ თვლიან... და პატივს 

ზუგდიდის წმინდა გიორგი XIX ს.

სცემენ ყველა წმინდანზე მეტად. ხოლო სოლმის გრაფი იოჰანი 1483 წელს წერს: არის კიდევ ერთი ხალხი, იერუსალიმიდან შორს მცხოვრები..... მათ GEORGIAN-ებს (ქართველებს) უწოდებენ, წმიდა გიორგის სახელის მიხედვით, რომელიც მფარველად აურჩევიათ. საკაოს წმინდა გიორგი X ს
საინტერესოა, რომ ერთ-ერთი ქართული ლეგენდით, რომელიც იოანე ბატონიშვილს მოჰყავს კალმასობაში, დავით IV აღმაშენებელმა ...იხილა მცხეთის იწროთა ადგილთა შინა ცხენი ესე რქოსანი, დაუძახა მეფემან, და მოვიდა მეფესთანა, და შეიპყრა მეფემან, და მოვიდნენ მონანიცა მეფისანი, და ბრძანა მეფემან შეკაზმა ცხენისა ამისი, და აღუდვა ლაგამი წმინდის გიორგის ცხენისა.
თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით ქართველთა მეფენი ღერბთა მათთა დასწერდეს სახესა წმიდის ამის მთავარმოწამისა გიორგისასა... და იქმნა სახეი მისი შეწყნარებული პირველ ოდენად ქართველთა სახელმწიფოსა. 
წმ. გიორგი რუსეთის მეფის ალექსეი მიხაილოვიჩის ტიტულარნიკში (1672 წ.)მეწამულ (წითელ) ველზე ვერცხლის წმიდა გიორგი, როგორც საქართველოს გერბი, მოცემული აქვს ვახუშტი ბატონიშვილს თავის 1735 წლის საქართველოს და კავკასიის რუკაზე. იგი წარმოდგენილია მეფე ერეკლე მეორეს 1784 წლის დიდ სახელმწიფო ბეჭედზეც. წმიდა გიორგი, როგორც საქართველოს გერბის მთავარი ფიგურა, დაფიქსირებულია უცხოურ წყაროებშიც: რუსეთის მეფის

საქართველოს გერბი რუსეთის იმპერიის დიდ სახელმწიფო გერბში (1882 წ.)

 ალექსეი მიხაილოვიჩის 1672 წლის ე.წ. ტიტულარნიკში; ავსტრიის იმპერატორის ლეოპოლდ I ელჩის იოჰან გეორგ კორბის 1698 წლის მოგზაურობის ანგარიშში და სხვა. 

საქართველოს სახელმწიფო გერბში, როგორც სახელმწიფო სუვერენიტეტის ნიშანი, გამოყენებულია ქართული სამეფო გვირგვინი, რომელიც საერთაშორისო ჰერალდიკაში ივერიის გვირგვინის სახელწოდებით არის ცნობილი.


რაც შეეხება გერბის ფარისმტვირთველ ოქროს ლომებს, იგი მოცემულია ქართველ მეფეთა: ლევანის, ქაიხოსროს, გიორგი XI, ვახტანგ VI, ერეკლე II, გიორგი XII და დავით XII გამგებლის გერბების გამოსახულებათა მიხედვით.


სახელმწიფო გერბის ავტორია: მხატვარი მამუკა გონგაძე

საქართველოს პარლამენტთან არსებული
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო